Wednesday, December 10, 2008

სამარნე ადგილის შერჩევა

ქვევრების ჩასაყრელი ადგილი მიწა უნდა იყოს შავი ქვიშიანი. თუ ქვევრები იქნება ჩაყრილი ჭაობ ადგილას, ღვინოს სიმაგრე და ძალა დაეკარგება და სიდამპლის გემოს მისცემს ქვევრი. წითელი თიხა მიწა, ან მოთეთრო კირის მსგავსი მიწა, ღვინოს გაამწარებს, ან დააძმარებს. წმინდა ალიზის მიწა, . . მოყვითალო ფერის თიხამიწა ღვინოს მიწის სუნს მისცემს. თუ სამარნე ადგილი არ შეგხვდათ შავი ქვიშიანი, მაშინ ადგილი უნდა მოთხაროთ ღრმა, რომელსაც ჯერ ძირში უნდა ჩაუყაროთ ქვიშა, შემდეგ ქვევრები ჩადგათ და ისე ამოავსოთ ქვიშით. ქვიშა კარგია ხევის, გარეცხილი წყლისაგან, უნდა იყოს შავი ქვიშა. იმი გამო, რომ მოთეთრო ქვიშა კირის თვისებისაა, მოყვითალო ქვიშა - ალიზის თვისების, სხვაგვარი ქვიშები ღვინოს შეინახავს ქვევრში კარგა.

როგორ უნდა აშენდეს მარანი


მარანი უნდა აშენდეს იმგვარად, რომ არ იყოს მასშ მომეტებული ტენიანობა, შიგნით ყოველთვის სიგრილე უნდა იყოს. ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი ჰაერი და ჰავა თუ იქნება მარანში, კარგია ღვინისათვის. იმისათვის, რომ ზაფხულში გრილა გქონდეთ მარანი და ზამთრის ჰავას გაუთანაბრდეს, მარანში მზე არ უნდა შედიოდეს, შიგნით ყოველთვის ერთნაირი ტემპერატურ უნდა იყოს. მარნის კარები გაკეთებული უნდა იყოს ჩრდილოეთის მხარეს. ამავე მხარეს უნდა ჰქონდეს პატარა ფანჯრები, რომლების კედლები შიგნიდან უნდა იყოს სიგანეზე ნახევარ მეტრამდე და გარეთ კედლების პირიდან ისე ვიწრო, როგორც თოფის სასროლი ფანჯრებია. ეს იმისათვის, რომ მარანი არ იყოს ძალიან განათებული და ამასთან ჩრდილოეთის მხრიდან მზე ვერ შევა მარნის კარ-ფანჯრიდან. მარანში სინათლე საჭირო იმისათვის, რომ ქვევრების რეცხვაში და გაბზარული ქვევრის გახიზვაში უსანთლოთ ხედავდეს კაცი შიგნით ქვევრის კედლებს, რომ კარგა გარეცხოს და სიბნელისაგან არ დარჩეს ქვევრში სადმე გაუხიზავი ადგილი. გარეცხვისა და გახიზვის დროს ქვევრის სანთელს ხმარობენ.ცხელ ადგილებში მარანი კრამიტითაა დახურული. საჭიროა, რომ მარანს სახურავის გარდა, აგრეთვე ჰქონდეს ფიცრის სხვენი.

წესები მარნისათვის


მარანი მაჭრის დუღილის დროს ყრუდ არ უნდა იყოს დაკეტილი, რადგან დუღილისას ნახშირორჟანგის გაზი წარმოიქმნება. ამისათვის მაჭრის დუღილის დროს ყოველთვის სიფრთხილე უნდა იქონიოს კაცმა. მარნ ახლო არ უნდა იყოს: ბოსელი, საღორე ან სხვა. მარანში არ უნდა იყოს ენახული ძმარი, წნილი, კომბოსტო, რისამე ტყავები, ყველი, ერბო, ქონი, თევზი, ზეთი, ლორი ან ძეხვები, თორემ უნი ღვინოს გააფუჭებს.
ყოველთვის დიდი სისუფთავე უნდა იყოს მარანში.

თუ ღვინის ქვევრს სარქველის მოხდისას ელვამ დახედ, მაშინვე ღვინო შეიცვლება. თუ ქვევრი ღრმა არ ზის მიწაში და ბევრი მიწა არ აყრია გარშემო, თუ ქუხილის ხმა ესმა ღვინოს ქვევრში, წახდება ღვინო. მარანი ისე უნდა ააშენოთ, რომ მზის შუქი ან სიცხე, ან ცუდი სუნი არ შედიოდეს შიგ და ამასთან ქვევრს ელვა არ უნდა უდგებოდეს და ქუხილის ხმა არ ესმოდეს. მაშასადამე არ უნდა ახადოთ ქვევრი ელვიან და ქუხილიან ამინდში.