Wednesday, December 10, 2008

როგორ უნდა აშენდეს მარანი


მარანი უნდა აშენდეს იმგვარად, რომ არ იყოს მასშ მომეტებული ტენიანობა, შიგნით ყოველთვის სიგრილე უნდა იყოს. ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი ჰაერი და ჰავა თუ იქნება მარანში, კარგია ღვინისათვის. იმისათვის, რომ ზაფხულში გრილა გქონდეთ მარანი და ზამთრის ჰავას გაუთანაბრდეს, მარანში მზე არ უნდა შედიოდეს, შიგნით ყოველთვის ერთნაირი ტემპერატურ უნდა იყოს. მარნის კარები გაკეთებული უნდა იყოს ჩრდილოეთის მხარეს. ამავე მხარეს უნდა ჰქონდეს პატარა ფანჯრები, რომლების კედლები შიგნიდან უნდა იყოს სიგანეზე ნახევარ მეტრამდე და გარეთ კედლების პირიდან ისე ვიწრო, როგორც თოფის სასროლი ფანჯრებია. ეს იმისათვის, რომ მარანი არ იყოს ძალიან განათებული და ამასთან ჩრდილოეთის მხრიდან მზე ვერ შევა მარნის კარ-ფანჯრიდან. მარანში სინათლე საჭირო იმისათვის, რომ ქვევრების რეცხვაში და გაბზარული ქვევრის გახიზვაში უსანთლოთ ხედავდეს კაცი შიგნით ქვევრის კედლებს, რომ კარგა გარეცხოს და სიბნელისაგან არ დარჩეს ქვევრში სადმე გაუხიზავი ადგილი. გარეცხვისა და გახიზვის დროს ქვევრის სანთელს ხმარობენ.ცხელ ადგილებში მარანი კრამიტითაა დახურული. საჭიროა, რომ მარანს სახურავის გარდა, აგრეთვე ჰქონდეს ფიცრის სხვენი.

No comments:

Post a Comment